ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური აპარატით იქნება შესაძლებელი

ავტომანქანები და მოწყობილობა, რომლითაც 4 სექტემბრიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლს განახორციელებენ.

კონტროლი განხორციელდება ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში

დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი – 300 ლარით, კვლავ განმეორების შემთხვევაში – 600 ლარით; იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში – 1 500 ლარით, ხოლო დამატებითი განმეორების შემთხვევაში – 3 000 ლარით.

ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური აპარატით იქნება შესაძლებელი.

კანონპროექტზე მუშაობა და არსებული ცვლილებების მთავარი მიზანი იყო ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღება საქართველოს ქალაქებში