ბათუმის სასამართლომ შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 40 წლამდე მამაკაცი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი პატიმრობაში დატოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის გადაწყვეტილებით, სხდომა არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, დაიხურა.

ცნობისთვის, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით, პოლიციამ 40 წლამდე კაცი 12 ივლისს დააკავა.

გამოძიება მას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ძალადობას ედავება.

ბრალდება 15-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.