ბოლნისის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სპორტკომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა კალათბურთის და ფრენბურთის სივრცეები, ასევე კრივის, ჭიდაობის და კარატეს სივრცე.
სპორტკომპლექსი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სამუშაოების ფარგლებში კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაც მოეწყობა.
პროექტის ჯამური ღირებულება 2. 500 00 ლარს შეადგენს და 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.