გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

8 ივლისის ღამიდან 12 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გრემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით 9-12 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმი არის მოსალოდნელი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.