გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი ბერბელ ბასი დღეს თბილისს ეწვევა

გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს, რომელიც დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, დღის წესრიგით მედიისთვის გათვალისწინებულია ბრიფინგი. ასევე დაგეგმილია ბერბელ ბასის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან.

მხარეებს შორის მთავარი სასაუბრო თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მომდევნო ნაბიჯები იქნება. ასევე განიხილება რეგიონში არსებული მდგომარეობა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე. ბერბელ ბასი რუსეთის უკანონო ქმედებებს პირადად გაეცნობა საოკუპაციო ხაზთან.

გერმანიის რანგით მეორე სახელმწიფო წარმომადგენლის სტუმრობა 2 დღე გაგრძელდება.