გერმანული დელეგაცია ბოლნისში

საქართველოში შემორჩენილი ძველი გერმანული კულტურის, ისტორიული მნიშვნელობის ობიექტების მონახულების და გერმანელების შთამომავლების ყოფა-ცხოვრების გაცნობის მიზნით, საქართველოს სასწავლო მოგზაურობის ფარგლებში, გერმანიიდან სამრევლო კონგრესი 20 პასტორის შემადგენლობით სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია დღეს ბოლნისში იმყოფებოდა და ლუთერანულ-ევანგელისტურ სამრევლოს სტუმრობდა. კულტურის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში მათთვის აღნიშნულ ცენტრთან არსებული სტუდიის ბავშვებმა  გერმანული სიმღერები იმღერეს. შეხვედრის დასასრულს კი სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთად შეასრულეს ევანგელისტური სიმღერები.