საქართველოს მასშტაბით გახსნილ საგამოცდო ცენტრებში დღეს აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რუსთავში დილის სესიაზე 458-დან 437 გამოსაცდელი გამოცხადდა, ხოლო მეორე სესიაზე 457დან 428
საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის ზვიად მურადაშვილის განცხადებით, გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია