2023 წლის საგამოცდო პროცესი გრძელდება.
დღეს აბიტურიენტებმა გამოცდა ინგლისურ ენაში ჩააბარეს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რუსთავში 26 გამოსაცდელი არ გამოცხადდა.
საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის ზვიად მურადაშვილის განცხადებით, გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია