ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რუსთავში დილის სესიაზე 486-დან 467

ხოლო მეორე სესიაზე 485-დან 467 აბიტურიენტი გამოცხადდა. როგორც ცნობილია, გამოცდაზე ორმა მოსწავლემ დააგვიანა. საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის, ზვიად მურადაშვილის განცხადებით, გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.