ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რუსთავში დილის სესიაზე 488-დან 460
ხოლო მეორე სესიაზე 486-დან 459 აბიტურიენტი გამოცხადდა. როგორც ცნობილია, დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია. საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის, ზვიად მურადაშვილის განცხადებით, გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.









