თბილისის ზღვაზე მაშველებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა და  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყალში, სავარაუდოდ, საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.