თურქეთში სამგზავრო ავტობუსი 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა

ტრაგედია თურქეთში, ყარსის პროვინციაში – სამგზავრო ავტობუსი 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა.

პირველადი მონაცემებით, 7 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.

ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ​

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს  გამოძიება დაადგენს.