მიმდინარე წლის დეკემბერში ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრატეგიულ, ვიტყოდი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ეხება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ზაგრებში, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა.