მთავრობის ადმინისტრაციაში უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს

საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იმყოფება. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა.