მომღერალმა მადონამ ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა

მომღერალმა მადონამ ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა.

64 წლის მომღერალი 24 ივნისს სერიოზული ბაქტერიული ინფექციით კლინიკაში გადაიყვანეს.

პოპ-ვარსკვლავმა Instagram გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ თავს უკეთ გრძნობს. მან ასევე მადლობა გადაუხადა თავის გულშემატკივრებს პოზიტიური ენერგიისთვის.

„ახლა გამოჯანმრთელების გზაზე ვარ და ძალიან მადლიერი ვარ ასეთი გვერდში დგომისთვის“,- წერს მადონა.