„მუსიკალურ საღამოებს“ ამჯერად რუსთავმა უმასპინძლა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ზაფხულის „მუსიკალურ საღამოებს“ ამჯერად რუსთავმა უმასპინძლა.

რუსთავის ახალგაზრდობის პარკში, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით და საბავშვო გასართობი შოუ პროგრამებით დაიწყო.

მოგვიანებით, ,,მუსიკალური საღამოს” სცენა ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა დაიკავეს.

საღამოს სტუმრებს, ნუკრი კაპანაძის, მაია ჯაბუას, მანანა თოდაძის, ნეკა სებისკვერაძის, გიორგი სუხიტაშვილის, დათუნა სირბილაძის, „ქართული ხმების” და სხვა ცნობილი ქართველი შემსრულებლების მოსმენის საშუალება ჰქონდათ.

ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ.

,,მუსიკალური საღამოები” საქართველის ყველა მუნიციპალიტეტში, პრემიერ მინისტრის ინიციატივით და საქართვრლოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.

ქვემო ქართლში, ,,მუსიკალური საღამოები” შვიდივე მუნიციპალიტეტში უკვე გაიმართა და რუსთავში დასრულდა.