გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები” 50-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა. კონკურსის საფუძველზე შერჩეული ახალგაზრდები წარმოადგენდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს, მათ შორის, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” 13 სამიზნე მუნიციპალიტეტში
მწვანე ბანაკში შეარჩიეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები:
ანანო ავქოფაშვილი ,
ანი მაისურაძე,
ნინი მოსეშვილი
მათ წარმატებით გადალახეს შესარჩევი ორი ეტაპი და გაატარეს პროდუქტიული ერთი კვირა ბანაკში , ისინი ერთობლივ პროექტს განახორციელებენ დაბაში, რომელზეც ბანაკში იმუშავეს
მწვანე ბანაკის მონაწილეები, დარგის სპეციალისტებთან ერთად, მუშაობდნენ ბიომრავალფეროვნების, ტყის რესურსების მდგრადი მართვის, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების, კატასტროფის რისკის შემცირების, საფრთხეების შეფასებისა და რისკის განსაზღვრის თემებზე. ბანაკის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია გეოლოგიისა და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის საქმიანობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე, დეტალურად იქნა განხილული დაკვირვების სისტემები, რომლებიც გამოიყენება ამინდის პროგნოზირებისთვის და ადრეული გაფრთხილებისთვის.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა მწვანე ბანაკის „კლიმატის ელჩები” მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
მწვანე ბანაკი ,,კლიმატის ელჩები” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება