7 ივლისს, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიული ციხის მიმდებარედ, საფესტივალო კვირეულის- ,,ოქსიგენ ფესტის” მთავარი მუსიკალური ნაწილი გაიხსნა.
ოქსიგენის საფესტივალო სივრცე, 3 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ჟანრის მუსიკას სთავაზებს სტუმრებს.
,,ჩაისუნთქე ისტორია“- ასეთია რუსთავის ისტორიულ ციხესთან მიმდინარე ფესტივალის მთავარი სლოგანი წელს.
მუსიკალური ფესტივალის პირველ დღეს, მაყურებლის წინაშე ჯფუფი ,,რეგიონი“ წარდგა, რომელიც წელს 15 წლის იუბილესაც ზეიმობს. ,,რეგიონის” გარდა, რუსთავის საფესტივალო სივრცეში, სცენა, ჯგუფებს – ,,ჩვენებურები“, KILEMA MADAGASCAR-ი, GAGA FRANI და ,,შერეკილები’’ დაეთმოთ. ღონისძიების ფარგლებში, GAGA FRANI-ის ვინილის ფირფიტის პრეზენტაცია გაიმართა.
ფესტივალის მუსიკალური დღეების გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ოჯახთან ერთად დაესწრო.
დღეს, ფესტივალის სტუმრებს DIASSAMIDZE, Micro bax, Berika, Guri de sal და Sumo უმასპინძლებენ.
ოქსიგენ ფესტის ბოლო დღეს, 9 ივლისს, ფესტივალის სტუმრების წინაშე, ძირითადად რუსთაველი შემსრულებლები წარსდგებიან.
ოქსიგენის საფესტივალო სივრცე TAMADA-ს, MURO-ს, მალხაზ ხონელიძე – DESPANI-ს Zarebi-ს PAPANUSI-ს STRANGE BREW-ს JADMAN-ს GEOBIT PRODUCTION-ს PROCESS-ს უსახელოურს და ზურა ყარალაშვილს დაეთმობათ.
ფესტივალი რუსთავის მერიის და კერძო ბიზნესის მხარდაჭერით და ორგანიზებით იმართება.
რუსთავის ცენტრალურ პარკში, ქალაქის უძველესი ციხის მიმდებარედ, საფესტივალო სივრცე ,,ოქსიგენი“, შარშან დაფუძნდა.
2022 წლის ზაფხულში, რუსთავში პირველად ჩატარდა ოქსიგენ ფესტი, რომლის პირველი დღეც ელექტრონულ მუსიკას, მეორე, კი არტ გენს დაეთმო.