ჟიული შარტავას მოედანზე საგზაო მოძრაობა აღდგა

ჟიული შარტავას მოედანზე სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გზა გადაკეტილი იყო,დღეს გაიხსნა.

მოედანზე პროექტის მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ ამ ტერიტორიაზე, მიწისქვეშ წყლის შემოდინების გამო, დაზიანებული იყო გრუნტის ზედაპირი, რაც დაგებული ასფალტის საფარის დაშლას იწვევდა შესაბამისად, მოხდა პრობლემის საფუძვლიანი შესწავლა. ტერიტორიაზე დამონტაჟდა რამდენიმე დრენაჟი, საკმაოდ დიდ სიღრმეზე გრუნტი შეივსო ქვიშა-ხრეშოვანი მასალით, რაც უზრუნველყოფს ასფალტის საფარის დაცვას შესაძლო წყლის შემოდინებისგან.

შარტავას სახელობის მოედანზე, კომპანია ,,რუსთავის წყალმა’’, შეცვალა ცენტრალური მაგისტრალური სასმელი წყლის მილები,დამონტაჟდა 5 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტი. განახლდა საკანალიზაციო ქსელი, ჭები და ურდულები, მოწესრიგდა და მიწისქვეშ დამონტაჟდა არსებული საჰაერო კომუნიკაციები.

ჟიული შარტავას სახრელობის მოედანზე, რომლის საერთო ფართობიც 7 122 კვადრატული მეტრია, 454 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწყობილია უსაფრთხო კუნძულები და მწვანე სივრცეები. დარგულია სხვადასხვა ჯიშის 133 ძირი ხე-მცენარე