პროექტი რომელიც ქალაქის შესასვლელის სრულ რეაბილიტაციასა და სამი მოედნის რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა დასასრულს მიუახლოვდა.
სამუშაოები დასრულებულია თამარ მეფისა და ჟიული შარტავას მოედანზე თითქმის დასრულებულია რუსთაველის სახელობის მოედანზე მიმდინარე სამუშაოებიც, რომლის სრული ფართობიც 6 790 კვადრატული მეტრია და აქედან, 709 კვადრატულ მეტრ ფართობზე უსაფრთხო კუნძულები და მწვანე სივრცეებია მოწყობილი.
ტერიტორიაზე დამონტაჟებულია გარე განათების ბოძები. მოწესრიგდა და მიწისქვეშ დამონტაჟდა არსებული საჰაერო კომუნიკაციები. მოწყობილია 200 მეტრი სიგრძის ბორდიური და მუნიციპალური ავტობუსების 3 ახალი გაჩერება.
ტერიტორიაზე დარგულია 120 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე
შეგახსენებთ რუსთაველის სახელობის მოედანზე კომპანია რუსთავის წყალმა შეცვალა 115 მეტრის სიგრძის 500 მმ იანი მაგისტრალური მილსადენი.