რუსთავის მერიაში ე.წ. ,,სტამბულის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა” საპროტესტო აქცია გამართეს და განცხადება შეიტანეს.
მათი თქმით გარემოვაჭრეების გამო თავიანთ პროდუქტს ვეღარ ყიდიან და ისინი მიმართავენ თხოვნით ქალაქის მერს რომ მოწესრიგდეს არათანაბარი პირობები და ქმედითი ნაბიჯები გადადგას გარევაჭრობის წინააღმდეგ.
,,სტამბულის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს” მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ მუზაშვილი შეხვდა.