რუსთავის სკოლების 149 ოქროსმედალოსანს, სპეციალურად მათთვის მოწყობილ მიღებაზე სიგელები, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადასცა.
რუსთაველ ოქროსმედალოსნებს, ასევე მერიის ფულადი ჯილდოც გადეცათ.
ღონისძიებას, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების წევრები, რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები, განათლების რესურსცენტრის და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მერიის ფულადი ჯილდოს გარდა, მიღებაზე მისული ახალგაზრდები, კერძო ბიზნესის წარმომადგენლებმაც დაასაჩუქრეს.
სპეციალურად მათთვის დაწესებული პრიზები, ლოტოტრონის პრინციპით გათამაშდა. ოქროსმედალოსნებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის ტრადიცია რუსთავში, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით გასულ წელს დამკვიდრდა.
განათლების ხელშეწყობისთვის, ოქროს მედალოსნების წახალისების გარდა, რუსთავის მერია, სტუდენტების სწავლის, მოსწავლეების და სტუდენტების ტრანსპორტის დაფინანსების პროგრამებსაც ახორციელებს.
განათლების ხელშეწყობის, სკოლამდელი აღზრდის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტში, 18 314 700 ლარია გათვალისწინებული.