რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში 8 და 9 ივლისს ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება.
ტურნირზე მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი მიიღებს და ერთმანეთს 200- 500 და 1000 მეტრიან დისტანციებზე დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია,რომ რუსთავში პირველად კანოესა და კაიაკის გარდა შეჯიბრში აკადემიური ნავებითაც ჩაერთვებიან.
გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისი თასებით მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.