რუსთავში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, Oxygen Fest-ი ჩატარდა

რუსთავში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, Oxygen Fest-ი ჩატარდა.
,,ჩაისუნთქე ისტორია“ -ასეთი იყო საფესტივალო კვირეულის მთავარი სლიგანი წელს.
ფესტივალი, ტრადიციულად რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, 1 ივლისს გაიხსნა და 9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა.
Oxygen Fest-ის ფარგლებში, პარკში არსებულ ტბაზე, ორი დღის განმავლობაში, Fishing Fest-ი გაიმართა, სამი დღე ,,კინო დღეები 2023“-ს დაეთმო, 7, 8 და 9 ივლისს კი ფესტივალმა მუსიკალურ დღეებს უმასპინძლა.
Oxygen Fest-ის მუსიკალურ დღეებში, სხვადასხვა ჟანრის მუსიკის შემსრულებლები და ჯგუფები: REGGAEON, ,,ჩვენებურები“, ,,შერეკილები“, KILEMA MADAGASCAR, GAGA-FRAN, ,,თამადა“, Process, Micro bax, Berika, Guri, de sal, Sumo, DIASAMIDZE, MURO, DESPAN ,,ზარები“, PAPANUS, STRANGE BREW, JADMAN, GEOBIT PRODUCTION PROCESS, ,,უსახელოური“ და ზურა ყარალაშვილი მონაწილეობდნენ.
ფესტივალი რუსთავის მერიისა და კერძო ბიზნესის მხარდაჭერით და ორგანიზებით ჩატარდა. რუსთავის ცენტრალურ პარკში,
ქალაქის უძველესი ციხის მიმდებარედ, საფესტივალო სივრცე ,,ოქსიგენი“, შარშან დაფუძნდა.
2022 წლის ზაფხულში, რუსთავში პირველად ჩატარდა ოქსიგენ ფესტი, რომლის პირველი დღეც ელექტრონულ მუსიკას, მეორე, კი არტ გენს დაეთმო.