საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით რუსთავში კალათბურთი 3×3-ის საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გაიმართა.
სპორტულ აქტივობაში 17 წლიდან ზემოთ მოყვარული და პროფესიონალი კალათბურთელებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა იასპარეზეს.
რეგიონის გამარჯვებული გუნდი გახდა თბილისის ბოლერსი, რომელმაც ტიტანები 18-14 დაამარცხა.
გამარჯვებული გუნდი 18 ივლისს თბილისში საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.









