რუსთავში ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ტურნირზე მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს და ერთმანეთს 200 და 500 მეტრიან დისტანციებზე დაუპირისპირდნენ.

აღსანიშნავია,რომ რუსთავში პირველად კანოესა და კაიაკის გარდა შეჯიბრში აკადემიური ნავებითაც ჩაერთვებიან.

გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისი თასებით მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ფინალური გაცურვები გაიმართება ხვალ, 9 ივლისს