რუსთავში, ძველი სახანძროს შენობაში გაჩენილი ცეცხლი ლიკვიდირებულია
როგორც ცნობილია, ცეცხლი სახანძრო-სამაშველოს უფუნქციო შენობაში გაჩნდა
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული, მეხანძრე მაშველები ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია