საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაწყებული, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე ტენდერების გამოცხადება დაიწყო.
ქვემო ქართლის რეგიონში 5 ბაღის რეაბილიტაციის ტენდერისაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.
ფონდმა, ამავე პროგრამის ფარგლებში, 130-მდე ბაღის მშენებლობაზე, უკვე დაასრულა ტენდერები და გააფორმა ხელშეკრულებები-ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.