საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 30:17 დაამარცხა.
პირველი ტაიმი უმცროსმა ,,ბორჯღალოსნებმა” 18:10 მოიგეს. მეორე ტაიმში გუნდმა უპირატესობის გაზრდა მოახერხა და 13-ქულიანი სხვაობით, 30:17 იმარჯვა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი მოიგო.
,,ბორჯღალოსნებს” C ჯგუფში ცხრა ქულა აქვთ და ერთპიროვნული ლიდერები არიან.









