სექტემრიდან 4 ქალაქში გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს შესაბამისი ტექნიკით შეამოწებენ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები სექტემბრიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში მუქი ფერის გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს შესაბამისი ტექნიკით შეამოწებენ.

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას.

დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში – 300 ლარით, კვლავ განმეორების შემთხვევაში კი – 600 ლარით; იურიდიული პირი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში – 1 500 ლარით, ხოლო დამატებითი განმეორების შემთხვევაში – 3 000 ლარით.

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილება, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.