,,სთრით არტის” ნიმუშებით გაფორმებული ელექტროგადამცემი ჯიხურები რუსთავში

კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯია”, რუსთავის მერიის ჩართულობით, რუსთავში ელექტროგადამცემი ჯიხურების რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ ეტაპზე, 5 ჯიხური უკვე განახლებულია. ტექნიკური მხარის გარდა, შეიცვლება ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებული ელექტროგადამცემი ჯიხურების ვიზუალური მხარეც. ჯიხურების კედლები მოიხატება და სთრით არტის ნიმუშებით გაფორმებული ჯიხურები ქალაქის შიდა უბნებს ახალ ფერებს შესძენს.