ქარდი ბიმ ერთ-ერთ მსმენელს კონცერტის დროს მიკროფონი ესროლა

ქარდი ბიმ ერთ-ერთ მსმენელს კონცერტის დროს მიკროფონი ესროლა.

ლას ვეგასში ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტზე გრემის მფლობელ 30 წლის მუსიკოსს მსმენელმა სასმელი შეასხა.

საპასუხოდ რეპერმა მას მიკროფონი ესროლა, რის შემდეგაც დამნაშავე დაცვის სამსახურმა ადგილიდან გაიყვანა.