წყალმომარაგება 21:00 საათამდე შეიზღუდება

კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის ტაშკენტის N5-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს , 31 ივლისს, 05:00 საათიდან 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ტაშკენტის 5, მე-15მრ-ს, მე-14მრ-ის N44,45,46,47,48, შარტავას N3,5,7,9,11,13,15, მესხიშვილის მე-3 გასასვლელს და ლეონიძის N14,16,18,20,22,24
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.