13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 50 წლამდე ასაკის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 50 წლამდე ასაკის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარე 100 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გამოძიება სსსკ-ის 137-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გრძელდება, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.