13, 14 და 15 ივლისს, ბოლნისის კინოთეატრში თანამედროვე ქართული ფილმების ჩვენება გაიმართება.
13 ივლისს, რეჟისორ ილო ღლონტის „რატომ ვართ ერთად“ ფილმის ჩვენება შედგება.
14 ივლისს რეჟისორ იოსებ “სოსო” ბლიაძეს ,,ოთარის სიკვდილი”, ხოლო 15 ივლისს რეჟისორ გიორგი ოვაშვილის „მშვენიერი ელენე” იქნება ნაჩვენები.
ფილმების ჩვენება ბოლნისის კინოთეატრში 19:00 საათზე დაიწყება.
პროექტი USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.