კულტურისა და დასვენების პარკში ყოფილი ზოოპარკის ტერიტორიაზე პროექტის ,,168” ფარგლებში, რუსთავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მხატვრები სტუმრობენ.
ტერიტორიაზე არსებულ ვოლიერებში მხატვრებმა 1 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ნამუშევრები შექმნეს,რომელთა გამოფენაც დღეს გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 15 მხატვრის 45 ნამუშევარი.
აღსანიშნავია,რომ პროექტში მონაწილეობას მხატვრები საქართველოს სხვადსხვა ქალაქებიდან იღებდნენ.
პროექტი სახელწოდებით ,,168” ხვალ დაიხურება.
შეგახსენებთ პროექტი ტრადიციულია და მეხუთე წელია იმართება.