შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2023 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისათვის ღია კარის დღე გაიმართა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საგამოცდო სივრცე დაათვალიერებინა და დეტალურად გააცნო ის წესები და პროცედურები, რომლებიც იმოქმედებს 2023 წლის გამოცდებზე.
შეგახსენებთ, რომ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი იხსნება, რომლებიც გამოსაცდელების მისაღებად უკვე სრულ მზადყოფნაშია. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი იხსნება ამბროლაურშიც.
🔎დეტალურად: https://naec.ge/#/ge/post/2989