2023 წლის საგამოცდო პროცესი გრძელდება.
დღეს აბიტურიენტებმა გამოცდა უცხო ენებთან ერთად ზოგად უნარებში, გრანტის მოპოვების მაღალი შესაძლებლობის მიზნით ჩააბარეს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რუსთავში უცხო ენების გამოცდაზე 41, ხოლო ზოგადი უნარების გამოცდაზე 33 გამოსაცდელი არ გამოცხადდა.
საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის ზვიად მურადაშვილის განცხადებით, გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია