2023 წლის საგამოცდო პროცესში დღეიდან მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვნენ

2023 წლის საგამოცდო პროცესში დღეიდან მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვნენ.

საქართველოს მასშტაბით დილის სესიაზე გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩატარდა. როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე  აპლიკანტთა 82 % გამოცხადდა და დაიგვიანა ერთმა გამოსაცდელმა.

რაც შეეხება მეორე სესიას, ქვეყნის მასშტაბით გამოცდა ჩატარდა მათემატიკა, გეოგრაფიასა და ფიზიკაში. მეორე ეტაპზე გამოცდაზე გამოცხადდა 80% ხოლო დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია.

რუსთავის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე 171-დან 140 ხოლო მეორეზე 135-დან 109 გამოსაცდელი გავიდა გამოცდაზე.