29 ივლისს, რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში, „მუსიკალური საღამო“ გაიმართება

29 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში, „მუსიკალური საღამო“ გაიმართება

ღონისძიება 19 საათზე საბავშვო გასართობი პროგრამით დაიწყება .ასევე მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც.

ღონისძიების ბოლოს კი გაიმართება კონცერტი სადაც სხვადასხვა ცნობილი მომღერლები იმღერებენ, მათ შორის ნუკრი კაპანაძე, მაია ჯაბუა, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნათია პერანიძე, დათუნა სირბილაძე, მანანა თოდაძე, ლიკა დოლიძე, ანსამბლი „ჰერიო”, ანსამბლი „ქართული ხმები”, ჯგუფი „ლაიქ ბენდი”, ნინო გულიაშვილი, წამყვანი ნანიკო ხაზარაძე.