Twitter-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა სოციალური ქსელის ახალი ლოგო წარადგინა

Twitter-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა სოციალური ქსელის ახალი ლოგო წარადგინა.

როგორც ცნობილია, ახალი ლოგო შავ ფონზე თეთრ X-ს წარმოადგენს და ცნობილ ლურჯ ჩიტს ჩაანაცვლებს. ამასთან, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ამიერიდან „ტვიტების“ ნაცვლად „x“-ებს დაუძახებენ.

ასევე ცნობილია,რომ  მილიარდერ მასკს „სუპერ აპლიკაციის“ შექმნა სურს, რაზეც უკვე თვეების განმავლობაში საუბრობს.