აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ფიზიკის გამოცდით დასრულდა
გამოცდა უკვე ჩააბარეს გრანტის გაუმჯობესებისათვის სტუდენტებმა;
გარდა ამისა, ჩატარდა საგნის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებიც.
2023 წლის გამოცდები 28 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. 45 000-ზე მეტ რეგისტრირებულ
აბიტურიენტთაგან ამ დრომდე გამოცდებზე გავიდა 94 %-მდე გამოსაცდელი.
ინფორმაციისთვის, რუსთავის საგამოცდო ფილიალში ფიზიკის გამოცდაზე 2 გამოსაცდელი არ გამოცხადდა