ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ტურნირზე მონაწილეობა 100-მდე სპორტსმენმა სხვადასხვა ქალაქებიდან მიიღეს და ერთმანეთს 200 და 500 მეტრიან დისტანციებზე დაუპირისპირდნენ.

რუსთაველმა ნიჩბოსნებამა საქართველოს ჩემპიონატზე 10 ოქროს 10 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მოპოვება შეძლეს

აღსანიშნავია,რომ რუსთავში პირველად კანოესა და კაიაკის გარდა შეჯიბრში აკადემიური ნავებითაც ჩატარდა

გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისი თასებით მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.