“ოქსიგენ-ფესტის​​” კინო დღეები დღეს სრულდება

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ამფითეატრში “ოქსიგენ-ფესტის​​” კინო ჩვენება გაიმართა.

კინომოყვარულებმა სამი მოკლე მეტრაჟიანი ქართული ფილმი: გიორგი გოგიჩაიშვილის 10:45,ამირან დოლიძის “ცხოველი” და დათა ფირცხალავას “საშლელი” იხილეს.

ქართული საავტორო ფილმების ჩვენება რუსთაველებს დღეს 20:00 საათიდან შეეძლებათ .

კინოჩვენებაზე დღეს მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ 2023 წელს საქართველოდან ოსკარზე წარდგენილი ფილმი – დათა ფირცხალავს ,,დიდი შესვენება”.

შეგახსენებთ 7-8-9 ივლისს ოქსიგენის მუსიკალური დღეები გაიმართება.