რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი პროექტი „მხიარული არდადეგები“ დასრულდა.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის წინ არსებულ სივრცეში პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში გამოფენილი იყო მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრები და თითოეულ მათგანს „მხიარულ არდადეგებში“ მონაწილეობის დამადასტურებელი სიგელი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ „მხიარული არდადეგები“ საპილოტე პროექტია და მისი მიზანი რუსთავის მერიის სახელოვნებო სერვისების პოპულარიზაციაა.
შეგახსენებთ ერთი თვის განმავლობაში „მხიარული არდადეგების” ორმოცდაათამდე მონაწილე სახელოვნებო სკოლების მუშაობის სპეციფიკასა და პროგრამებს გაეცნენ, ჩაერთნენ სხვადასხვა სახალისო-შემეცნებით აქტივობებში, შეისწავლეს ცეკვა, ხატვა და სიმღერა.









