რუსთავში, 2023 წლის ბოლომდე, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში, 100 ახალი ლიფტი დამონტაჟდება

რუსთავში, 2023 წლის ბოლომდე, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში, 100 ახალი ლიფტი დამონტაჟდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავის კორპუსი” ავრცელებს.
მათივე ცნობით ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
როგორც ცნობილია დღეისათვის, ახალი ლიფტების სამონტაჟო სამუშაოები 30 ლოკაციაზე დასრულდა და 15-ზე მიმდინარეობს.
პროექტი, რუსთავის მერმა მოსახლეობას წლის დასაწყისში, ქალაქის ახალი განვითარების გეგმასთან ერთად წარუდგინა. ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებისა და უფასო ლიფტების პროგრამის განხორციელება, რუსთავის მერიამ გასულ წელს დაიწყო.
2022 წლის განმავლობაში, რუსთავის მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, სახელმწიფო პროგრამის -,,განახლებული რეგიონები” ფარგლებში, 126 ახალი ლიფტი დამონტაჟდა. 2023 წლის ბოლომდე, კი ძველი ლიფტი, ახლით კიდევ 100 ლოკაციაზე შეიცვლება.
2022 – 2023 წლებში, ახალი ლიფტების შეძენა-მონტაჟისა და მოვლა-პატრონობისთვის, რუსთავისა და ცენტრალური ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.