ფრანგული მედიის ინფორმაციით, მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს, მარსელის ბიბლიოთეკის შენობას თავს დაესხნენ და ცეცხლის გაჩენა სცადეს.
მედიის ინფორმაციით თავდასხმის შედეგად ჩაამსხვრიეს შესასვლელის მინები და შენობის ფასადს ფეიერვერკებს ესროდნენ, თუმცა ამბოხებულებმა ბიბლიოთეკის შენობაში შეღწევა ვერ მოახერხეს. შემთხვევა 30 ივნისს მოხდა.
შენობა არის მე-19 საუკუნის ყოფილი თეატრი, რომელიც 2004 წელს გადაკეთდა მუნიციპალურ ბიბლიოთეკად. შესასვლელის დაზიანების მიუხედავად, ბიბლიოთეკა უკვე გაიხსნა. საპროტესტო აქციების დროს ასევე დაზიანდა მარსელის ისტორიის მუზეუმის შენობაც.









