კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის XX მიკრო რაიონის N12 -თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 6 ივლისს 12:15 საათიდან 18:15 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: XX მიკრო რაიონის 1,9,10,11,12 ნომრებს, N 25-ე სკოლას და N 32 ბაგა ბაღს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.









