ჩვენ მდინარის კალაპოტში, 25-კილომეტრიან პერიმეტრზე ვახორციელებთ მონიტორონიგს და არა მხოლოდ ეპიცენტრია ჩვენი ინტერესის საგანი, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა შოვში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ზოგიერთ კომპონენტში ისეთი არალოგიკური საკითხები გამოიკვეთა, რომ არაფრის გამორიცხვა შეიძლება. მაგალითად, მანქანის ჩამოტანა ეპიცენტრიდან დაახლოებით 4 კილომეტრის მოშორებით. ასევე ერთ-ერთი ცხედრის ამოყვანა ეპიცენტრიდან 2 კილომეტრის მოშორებით“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 21 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 12 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.