რუსთავის სკოლა ,,რეცას” მოსწავლეები სტიქიის ზონიდან რუსთავში ბრუნდებიან

რუსთავის სკოლა „რეცას“ დირექტორის, ვახო აბაიშვილის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები სტიქიის ზონიდან ევაკუირებული არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მისივე თქმით, ამ დროისთვის 61 ადამიანი რუსთავში ბრუნდება.

ვახო აბაიშვილის თქმით ბანაკში დარჩენილები დღეს დილით გადმოაფრინეს.

სულ 61 ადამიანი იმყოფებოდა რუსთავიდან სტიქიის ზონაში,რომლებიც ამ წუთებში რუსთავში ბრუნდებიან.